მთავარიევროპაუკრაინააშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა.  ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხარკოვისა და რეგიონის დასაცავად Patriot-ის კიდევ ორი საზენიტო სარაკეტო სისტემაა საჭირო.

ამავდროულად, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების გადაუდებელ აუცილებლობაზე, რადგან, მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები და საშუალებები თავდაცვის ძალებისთვის „ყველაზე დიდ დეფიციტს წარმოადგენს“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში, 13 მაისი, 2024 წელი – BRENDAN SMIALOWSKI/AP

ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგულება, უკრაინის თავდაცვისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების მიმართ. როგორც ცნობილია საარტილერიო საშუალებები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტები უკვე მიაწოდეს უკრაინას და ამ შეიარაღების ნაწილი უკვე ფრონტის ხაზზეცაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend