ისრაელის პრემიერ- მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ აშშ კვლავ გააგრძელებს იარაღის მიწოდებას ისრაელისთვის.
,,მე კარგად ვიცნობ ჯო ბაიდენს და ეს 40 წელზე მეტს ითვლის. ჩვენ ხშირად შევთანხმებულვართ, მაგრამ გვქონია უთანხმოებაც. ჩვენ შევძელით მათი დაძლევა. ვიმედოვნებ, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ ამ წინააღმდეგობის დაძლევასაც, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. მე უკვე გითხარით – ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ფრჩხილებითაც ვიბრძოლებთ. ვერანაირი ზეწოლა და გადაწყვეტილება ვერ შეაჩერებს ისრაელს, დაიცვას თავი, თუ ისრაელი მარტო დარჩება, მარტო დადგება და დაამარცხებს მტრებს“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიუაჰუმ.
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) May 9, 2024
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი გადაწყვეტილების შეცვლას ჯერჯერობით არ აპირებს. ის უარს აცხადებს ისრაელი შეტევითი იარაღი მოამარაგოს, მაშინ როცა რაფაჰს მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.
აშშ-ს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ რესპუბლიკელები. მათი თქმით, ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერება ართულებს ,,ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების პროცესს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებას გამოხატავს რაფაჰში დაგეგმილი სახმელეთო ოპერაციის გამო.https://t.co/ExLOtADhEQ
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) May 9, 2024
ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ კვრაში უნდა გამოიტანოს პირველი ოფიციალური ვერდიქტი იმის შესახებ, ღაზაზე საჰაერო თავდასხმები და დახმარების მიწოდების შეზღუდვები არღვევს თუ არა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს, რომლებიც შექმნილია მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
ისრაელის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაზრდის ზეწოლას ბაიდენზე, რათა შეზღუდოს იარაღისა და ფულადი დახმარების გაგზავნა ისრაელელი სამხედროებისთვის.