11 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაა.
FAO დამთვალიერებლებისთვის წარადგენს აგრობაზარს და ინსტალაციას, რომლის მიზანია სურსათის გონივრულად მოხმარების მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერება აამაღლოს.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში FAO-ს პოლიტიკის უფროსმა ექსპერტმა, ჯუმბერ მარუაშვილმა ისაუბრა.