მთავარიგადაცემებიScenesმალაიზიელი მეცნიერები ზღვის ძუძუმწოვრების გადასარჩენდ ბგერას იყენებენ

მალაიზიელი მეცნიერები ზღვის ძუძუმწოვრების გადასარჩენდ ბგერას იყენებენ

კვლევითი ორგანიზაცია MareCet-ის მეცნიერები ყურს უგდებენ ზღვას, რათა მისი ფლორისა და ფაუნის დაცვის საიდუმლო თავად ზღვის ტალღებისგან შეიტყონ.

მალაიზია ცნობილია თავისი ბიომრავალფეროვნებით მთელ მსოფლიოში.  ამ ქვეყანას ხმელეთის გარდა ზღვაშიც მდიდარი ფლორა და ფაუნა აქვს, სადაც 2000 ზღვის სახეობა ბინადრობს. ზღვის ძუძუმწოვრებს მალაიზიელი მეცნიერების გუნდი იკვლევს, რომელსაც ველური ბუნების გადარჩენა სურს. ამ გუნდმა დააფუძნა არაკომერციული ორგანიზაცია MareCet-ი, რომელიც სწორედ ზღვის ძუძუმწოვრების გადარჩენას ისახავს მიზნად.

ამ ორგანიზაციის მეცნიერ-მუშაკის, დოქტორ ივიან კუიტის მიხედვით, ზღვის ძუძუმწოვრებს უამრავ ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ იმის შესახებ, თუ რამდენად ჯანსაღია ზღვის სანაპირო. მთავარია მათი გესმოდეს.

ბიოაკუსტიკის სპეციალისტი დოქტორი სალიზა ბონო მონაცემებს წყალქვეშ განთავსებული მიკროფონების ე.წ. ჰიდროფონების საშუალებით აგროვებს, რათა შეისწავლოს, თუ როგორ მოქმედებს წყალქვეშა ხმაური ზღვის ძუძუმწოვრებზე.

კვლევებზე დაყრდნობით MareCet-ის გუნდი საზოგადოებას სთავაზობს სამოქმედო გეგმას, რათა კატარღების მიერ გამოწვეული წყალქვეშა ხმაურის ეფექტი შეარბილოს.

ეს ორგანიზაცია ზღვის ძუძუმწოვრებს ბადეში შემთხვევით გაბმის პრობლემის გადაჭრასაც ცდილობს. ამისთვის წყალში ჩაშვებულ ბადეებზე გარკვეული აპარატურა დაამაგრეს, რომელიც ბგერებს გამოსცემს და დელფინებს აფრთხობს, რათა ისინი ბადეს მოშორდნენ.

MareCet-ის გუნდი იმედოვნებს, რომ თავის სამოქმედო გეგმას მთელ მალაიზიაში გაავრცელებენ და უფრო მეტ ზღვის ძუძუმწოვარს გადაარჩენენ.

ავტორი: გრეგორი ვორდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend