მთავარიკულტურალეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი 2024 წლის ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ვენეციის 81-ე  საერთაშორისო კინოფესტივალზე მსახიობი იზაბელ იუპერი გადასცემს გამარჯვებულებს ოქროს ლომსა და სხვა პრიზებს.

ვენეციის ტრადიციულ კინოფესტივალზე წელს ჟიურის პრეზიდენტი  ლეგენდარული ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი იქნება. შესაბამისად, ფესტივალის ბოლოს  სწორედ იუპერი გადასცემს  ოქროს ლომსა და კიდევ სხვა პრიზებს ფესტივალის რჩეულებს.

იუპერი იყო კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი 2009 წელს და მან გადასცა ოქროს პალმის რტო კინორეჟისორ მიხაელ ჰანეკეს ფილმისთვის „თეთრი ლენტა“.  იუპერმა ორჯერ აიღო ვენეციის კინოფესტივალის ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის დაწესებული ვოლპის პრიზი – 1988 წელს ფილმისთვის „ქალის ამბავი“ და 1995 წელს ფილმისთვის La Ceremonie. ვენეციის კინოფესტივალზე 2005 წელს იზაბელ იუპერს გადასცეს სპეციალური ლომის პრიზი მთელი წლის ნამუშევრისთვის. 2022 წელს კი იუპერმა მიიღო საპატიო ოქროს დათვი ბერლინის კინოფესტივალზე.

71 წლის იზაბელ იუპერი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მსახიობია და ხშირად მონაწილეობდა ჰოლივუდის ფილმებშიც. მას 150-ზე მეტი როლი აქვს ნათამაშები, მათ შორის პოლ ვერჰოვენის ფილმ „ელეში“ შესრულებული როლისთვის წარდგენილი იყო ოსკარზე და ამ როლისთვისვე  მიიღო ოქროს გლობუსი.

ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 28 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება და მისი ჟიურის წევრების სახელები შემდეგ  კვირებში გახდება ცნობილი.

ავტორი: დევიდ მურიკანი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend