მთავარიაზიაირანიირანელ რეჟისორს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და გამათრახება მიუსაჯეს

ირანელ რეჟისორს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და გამათრახება მიუსაჯეს

„შეთქმულების მცდელობა ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“ – ასე აღწერს ირანული სასამართლო ცნობილი რეჟისორის მოჰამედ რასულოფის შემოქმედებას. არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ კინორეჟისორს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა და გამათრახება ფილმის ლიცენზიის გარეშე გადაღებისთვის მიუსაჯეს. თუმცა რეალური მიზეზი, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, რასულოფის საჯარო განცხადებები, რეჟიმისთვის მიუღებელი ფილმები და „პროპაგანდად“ შერაცხილი ხელოვნებაა.

მოჰამედ რასულოფს თავისუფლების აღკვეთა აქამდეც არაერთხელ მიესაჯა, მათ შორის, 2020 წელს. მაშინ ირანში სიკვდილით დასჯის შესახებ გადაღებული ფილმი „ბოროტება არ არსებობს“ „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდად“ შეფასდა და თავისუფლების აღკვეთასთან ერთად რასულოფს ორი წლის ვადით ფილმის გადაღებაც აეკრძალა.

რეჟისორი 2022 წლის ივლისშიც დააპატიმრეს. მიზეზი იყო მის მიერ გამოქვეყნებული მიმართვა, რომელშიც რასულოფი ირანის უსაფრთხოების ძალებს საპროტესტო აქციების დროს იარაღის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. 2023 წლის თებერვალში რასულოფი გაათავისუფლეს, თუმცა აუკრძალეს კანის კინოფესტივალზე დასწრება, სადაც ის ერთ-ერთი ჟიურის წევრი უნდა ყოფილიყო.

52 წლის რეჟისორის უახლესი ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე მომავალ კვირას იგეგმება. მას შემდეგ, რაც რეჟისორის კინოფესტივალში მონაწილეობა დაანონსდა, ირანის ხელისუფლება კონკურსიდან ფილმის მოხსნას ფესტივალსა და შემოქმედებით ჯგუფზე ზეწოლის გზით ცდილობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend