ევროპის დღე

საქართველო წელს ევროპის დღეს პირველად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება.

ღონისძიება 11 მაისს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის იქნება საინტერესო.

ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება. ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები შეძლებენ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ ეხმარება ევროკავშირი, როგორც ყველაზე დიდი დონორი, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობას საქართველოში ევროკავშირის ელჩიმა პაველ ჰერჩინსკიმ მიმართა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend