მთავარიევროპარუსეთი9 მაისი და კრემლის პოლიტიკური კალენდარი

9 მაისი და კრემლის პოლიტიკური კალენდარი

ათეულობით სამხედრო საჰაერო ხომალდი, ასობით ტანკი, ჯავშანმანქანა და ქვემეხი, ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი ყოველ წელს, 9 მაისს, წითელ მოედანზე იყრის თავს.

ეს დღე პუტინის პოლიტიკური პროპაგანდის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ პროპაგანდას იყენებს უკვე მესამე წელია უკრაინაში ომის გასამართლებლად.

უკრაინაში შეჭრამდე ვლადიმერ პუტინმა ორი ძირითადი მიზანი დაუსახა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს: “უკრაინის დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია” – სწორედ ეს არის კრემლის ნარატივი მთელი ამ ხნის განმავლობაში; “ერთმორწმუნე რუსეთი თავის სამეზობლოში ნეონაციზმს ებრძვის!” – იმას, რაც თავადვე გამოიგონა.

რუსეთის პატრიარქი კირილი აღლუმზე, მოსკოვი, რუსეთი, 9 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Alexander Zemlianichenko

“მოწმენი ვართ დასავლური სახელმწიფოების მიერ მეორე მსოფლიო ომის ისტორიის შეცვლის მცდელობისა, ისინი გმირთა მემორიალებს ანგრევენ, მოღალატეებსა და ნაცისტებს კი აღმერთებენ. რევანში, ისტორიის აბუჩად აგდება და დასავლური პოლიტიკური ელიტის მიერ ნაცისტების მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება გახლავთ კონფლიქტის მიზეზი. დღევანდელ დღეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის თვალსაზრისიდან ვზეიმობთ, დიდება გმირებს, რუსეთი თქვენთანაა”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ვლადიმერ პუტინმა მისთვის 21-ე სამხედრო აღლუმი დაახლოებით 9 ათასი ჯარისკაცისა და 70 ერთეული სამხედრო ტექნიკის ფონზე ჩაიბარა. სახელმწიფოს მასშტაბით კი ნაციონალ-სოციალუსტურ გერმანიაზე გამარჯვებასთან დაკავშირებულ ზეიმზე 150 ათასი ოფიცერი და ჯარისკაცი, ასევე სამხედრო ტექნიკის 3 ათასამდე ერთეული იყო წარმოდგენილი.

რუსი ჯარისკაცები აღლუმზე, მოსკოვი, რუსეთი, 9 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Alexander Zemlianichenko

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები 9 მაისს მოსკოვს სტუმრობდნენ. ამჯერად, დიდი შვიდეულის ლიდერების არყოფნის ფონზე სურათს ბელარუსის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, სომხეთისა და კუბის მმართველები ავსებენ.

მოკავშირეობის დრო კარგა ხანია გასულია. დღეს რუსეთის ფედერაცია ყოფილ მოკავშირეებს უპირისპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend