მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული სამხედრო წარმოების აწმყო და მომავალი

უკრაინული სამხედრო წარმოების აწმყო და მომავალი

ბრიუსელში ევროკავშირისა და უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიის ფორუმზე ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე ერთობლივი სამხედრო წარმოების შექმნის შესახებ ისაუბრეს.

საბჭოთა მემკვიდრეობის ფარგლებში სამხედრო წარმოების მასშტაბური სამრეწველო ბაზა დარჩა უკრაინას, რომელიც ომამდე საექსპორტო ბაზრების ათვისებით იყო დაკავებული. ახლა კი უკრაინის ხელისუფლებას არ გააჩნია საკმარისი თანხა, რომ სწორედ ადგილობრივ საწარმოებს შეუკვეთოს ტყვია-წამლიდან დაწყებული, რაკეტებითა და სამხედრო დრონებით დამთავრებული, ბევრი სხვადასხვა შეიარაღება.

ევროკავშირში გეგმავენ, რომ სწორედ უკრაინულ საწარმოებს შეუკვეთონ კიევისთვის გადასაცემი სამხედრო რესურსი, ამ გზით უკრაინული არსენალიც სავსე იქნება და უკრაინული სამხედრო-სამრეწველო ბაზა კი დამოუკიდებელი და თვითმყოფადი.

უკრაინის სამხედრო წარმოებას წელიწადში დაახლოების 20 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის სამხედრო ნაწარმის შექმნა შეუძლია. უკრაინის ხელისუფლება დაახლოებით 6 მილიარდი ამერიკული დოლარის სამხედრო რესურსს უკვეთს სამამულო სამხედრო წარმოებას, დამატებით 4 მილიარდი ადგილობრივი პარტნიორებისგან გამოიყოფა, უკრაინის მოკავშირეები კი დარჩენილი 10 მილიარდის უზრუნველყოფაში მოიაზრებიან.

დასავლეთის სახელმწიფოები თავადაც ზრდიან სამხედრო წარმოებას. გაერთიანებული სამეფო მომავალი 6 წლის განმავლობაში დაგეგმილზე 75 მილიარდი ფუნტით მეტს დახარჯავს. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი გახსნა საარტილერიო ჭურვების მწარმოებელი ქარხანა, რომლის მშენებლობაც 500 მილიონ ევრო დაჯდა და ის სრულფასოვან წარმოებას მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend