ღაზაში ეგვიპტის საზღვრის მახლობლად ქალაქ რაფაჰთან ისრაელის საჰაერო იერიშებმა რამდენიმე სამიზნე გაანადგურა.
თავდასხმის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარ გაფრთხილებული იყო, მათ ისრაელის სამხედროებმა ევაკუაციისკენ მოუწოდეს. იერიშის შედეგად დაღუპულები და დაშვებულები არ ყოფილან.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ისინი აკონტროლებენ ეგვიპტის საზღვართან რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელს.
ისრაელმა „ჰამასზე“ იერიში მას შემდეგ მიიტანა, რაც ისრაელმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე უარი განაცხადა. შეთანხმებას „ჰამასი“ დათანხმდა, თუმცა ისრაელმა განაცხადა რომ შეთანხმება მის ძირითად მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
ისრაელის ინფორმაციით, რაფაჰი ბოლო ქალაქია სადაც „ჰამასია“ გამაგრებული. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატები ქალაქში სრულმასშტაბიანი შეჭრას ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ისრაელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად გეგმას არ წარმოადგენს.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვისაუბრეთ ფართომასშტაბიანი ოპერაციის შესახებ. ასევე ხაზი გავუსვით მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მნიშვნელობას. რაფაჰში 1 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს. ისინი მჭიდროდ არიან დასახლებული. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქ მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავდებიან. ვაგრძელებთ სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინე ჟან-პიერი.
ისრაელის იერიშის შედეგად რაფაჰის მნიშვნელოვანი საჯარო შენობები დაცლილია. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად 2-მილიონიანი ქალაქიდან მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია.