მთავარიგადაცემებიScenesბრაზილიელი ოკეანოგრაფების წყვილი ოკეანეს სათევზაო ბადის ნარჩენებისგან ასუფთავებს

ბრაზილიელი ოკეანოგრაფების წყვილი ოკეანეს სათევზაო ბადის ნარჩენებისგან ასუფთავებს

ბრაზილიელი ოკეანოგრაფების  წყვილი ბია და მისი მეუღლე ლუკასი ერთად იღვწიან ზღვის ეკოსისტემის დასაცავად.

მათ ოკეანის სიღრმეში ჩაკარგული სათევზაო ბადის ნარჩენები წყლის სიღრმიდან ამოაქვთ, ამუშავებენ და ეკოლოგიურ ჩანთებად გარდაქმნიან.

ოკეანოგრაფმა ბია მატიუსომ თავის მეუღლესთან  ლუკას როლონისთან ერთად დააფუძნა კომპანია Marulho კუნძულ  ილია-გრანდეზე, რომელიც ფაქტობრივად მოწყვეტილია ცივილიზაციას. ბრაზილიელი ოკეანოგრაფების   წყვილი ოკეანეს სათევზაო ბადის ნარჩენებისგან ასუფთავებს.

Marulho იმ გარემოსდაცვითი პრობლემის გადაჭრას ემსახურება, რომელსაც ჩრდილოვანი ბადეები ქმნიან.  კუნძულზე არც სუპერმარკეტია და არც აფთიაქი. პირველად ამ კუნძულზე ბია ჩავიდა  როგორც ყვინთვის ინსტრუქტორი. როდესაც ბადეებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობიერება დაიწყო, კომპანიის იდეაც გაუჩნდა, პლასტმასის პარკების ჩანაცვლებაზე ფიქრობდა.

ოკეანეში ჩარჩენილი ბადეების ნარჩენები ზოგი რამდენიმე კილომეტრის სიგრძისაა. ამიტომ ნავებსაც უჭირთ მათი ტარება. ასეთი დიდი  მოცულობის ბადეები რომ ნახეს, ცოლ-ქმარმა მათი ამოღება და ახალ პროდუქტად გარდაქმნა დაიწყეს, რითაც ნარჩენების მართვის საკითხიც გვარდება.

ილია-გრანდიზე, ტყე და ზღვა ერთმანეთის გვერდით არის. ეს ქმნის ამ სანაპირო რეგიონისთვის ტიპურ ზღვის ეკოსისტემას. როგორც ოკეანოგრაფებმა, Marulho-ს დამფუძნებლებმა ყოველთვის იცოდნენ, რომ ე.წ. უჩინარი ბადეები დიდი პრობლემაა გარემოს დაცვის თვალსაზრისით. უჩინარია ყველა ის ბადე, რომელიც ზღვაში შემთხვევით იძირება ან მიზანმიმართულად ძირავენ. და არავინ უწყის, ზუსტად სად ყრია ეს ბადეები. ამიტომაც უწოდებენ უჩინარს. პრობლემა კი ის არის, რომ ამ ბადეებში ებმება თევზი თუ ზღვის ბინადარი ცხოველი და კვდება.

Marulho-ში შეგროვებულ ბადეებს კარგად რეცხავენ და ქლორავენ, შემდეგ კი  Marulho-ს თანამშრომლებს აძლევენ, რომლებიც ყოფილი მეთევზეები არიან და ამ ბადეებისგან ჩანთებს კერავენ. მზა ვებგვერდის ან სხვა კომპანიების  საშუალებით ყიდიან. მეორე მხრივ  Marulho-ს პროექტი მნიშვნელოვანია იმ ცოდნის გამო, რომელსაც ავრცელებს. მისი წყალობითაც ხალხი იგებს გარემოს დაცვისა და ხვალინდელ დღეზე ზრუნვის შესახებ.

Marulho-მ  უკვე 5.5 ტონაზე მეტი ბადე ამოიღო. უბრალო არითმეტიკაც გვაჩვენებს, რომ ეს ზღვის  ათასობით ბინადრის გადარჩენილ სიცოცხლეს უდრის. ადგილობრივმა თემმა 500 ათასი რეალის შემოსავალი მიიღო და 40 ათასზე მეტი პროდუქტი დამზადდა.

ავტორი: მოჰამედ ელაში

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend