საქართველოს ალერგოლოგია 60 წლისაა. რამდენიმე ხნის წინ საქართველოს ალერგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის აკადემიის წარდგენაც გაიმართა.
ალერგიის პრობლემა, სამწუხაროდ, ყოველთვის აქტუალურია, რადგან წელიწადის ყოველ დროს გვიტევს სეზონური ალერგია.
ალერგოლოგიის მდგომარეობაზე საქართველოში და სეზონური ალერგიების პრობლემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგი, პროფესორი მაია გოთუა საუბრობდა.