მთავარისაქართველოსაქართველოში სპეციალური ვიზიტით შვედი მინისტრი იმყოფება

საქართველოში სპეციალური ვიზიტით შვედი მინისტრი იმყოფება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში სპეციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრ იოჰან ფორსელს ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. განხილვის თემა იყო ასევე საქართველოს ევროპული მომავალი და “ევროინტეგრაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეტაპი”.

იოჰან ფორსელს ასევე შეხვდნენ ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, საუბრის მთავარი თემა “უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და მის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend