მთავარიკუბირას წერენ სოციალურ ქსელებში სადავო კანონპროექტზე

რას წერენ სოციალურ ქსელებში სადავო კანონპროექტზე

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტს სოციალურ ქსელში კვლავ ეხმაურებიან. დღეს, 7 მაისს, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იგეგმება კანონის საწინააღმდეგო არაერთი საპროტესტო აქცია.

პარალელურად კი სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ უცნობი პირები ურეკავენ უკრაინული ნომრებიდან, ათობით პირი ამბობს, რომ მათ ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ამავდროულად, სოციალურ ქსელებში ვრცელდება მიმდინარე პროტესტის მხარდამჭერი არაერთი განცხადება.

მაგალითად, საქართველოსა და საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები და მეცნიერები პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი და აცხადებენ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა საკმაოდ მნიშვნელოვანია პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილდღეობისთვის. მათი თქმით, ეს კანონი შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინასა და მეცნიერებას. ისინი აცხადებენ, რომ ეს კანონი შეუზღუდავს მათ საშუალებას, რომ ითანამშრომლონ უცხოელ კოლეგებთან და მოიძიონ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისთვის; ასევე ხელს შეუშლის მათ, უზრუნველყონ პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა და სტუდენტების ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში ჩართვა.

გარდა ამისა, მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მოქალაქეებს, რომლებმაც კანონპროექტის განხილვის დაწყების დღიდან აწყობენ აქციებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend