მარტივი რვა სიმბოლოს მქონე პაროლის გატეხა სულ რაღაც 37 წამში შეიძლება, მაშინ როდესაც 16 სიმბოლოს მქონე პაროლს კი ასობით წელი დასჭირდება.
IT კომპანია Hive Systems-მა გამოაქვეყნა 2024 წლის პაროლების ცხრილი, რომელშიც ნაჩვენებია საჭირო დრო იმისათვის, რომ გატეხონ პაროლი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი საუკეთესო ტექნიკის გამოყენებით. ეს ცხრილი ყოველწლიურად ახლდება.
🎉 The 2024 update to our Hive Systems Password Table is out now! Viewed and shared by over 1 million+ people, published by universities, and seen in the news – this year's update covers the latest trends in password cracking. Download your copy today at https://t.co/KzbZoXDTu9 pic.twitter.com/5tG8jpGqX9
— Hive Systems (@hivesystems) April 23, 2024
გამოქვეყნებული ცხრილი მიხედვით, მარტივი 8 სიმბოლოს მქონე პაროლისთვის რომელიც შედგება მხოლოდ ციფრებისგან, მხოლოდ 27 წამია საჭირო გატეხისთვის, უხეში ძალის გამოყენებით, რაშიც იგულისხმება მეთოდი, როდესაც ბოროტმოქმედი, რომელმაც არ იცის დაშიფვრის გასაღები, ცდილობს გამოიცნოს პაროლი და რაც შეიძლება მეტი კომბინაცია შეჰყავს. ამავე ცხრილით, თუ გავაორმაგებთ სიმბოლოების რაოდენობას პაროლში, შანსი იმისა რომ ჰაკერი გატეხავს პაროლს 119 წელი დასჭირდება.
Hive Systems-ის თანახმად, თუ განაახლებთ პაროლს და გახდით მას უფრო გრძელს, რომელსაც ექნება სხვადასხვა ზომის ასოები, ასევე სხვადასხვა ციფრი და სიმბოლოები, ამით იზრდება ჰაკერისთვის პაროლის გატეხისთვის საჭირო დრო.
დროსთან ერთად სამყარო უფრო მეტს ციფრული ხდება, და კიბერუსაფრთხოება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება როგორც ინდივიდის ასევე ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობისთვის.
თუ თქვენ გსურთ, თქვენი პაროლის სიმძლავრის შემოწმება, მაგალითად, შეგიძლიათ შეხვიდეთ ამ ვებგვერდზე, რომელიც მიუთითებს თქვენი პაროლის სიძლიერესა ან სისუსტეზე.
აღსანიშნავია, რომ არაერთ ვებგვერდს აქვს უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მიუხედავად იმისა რომ პაროლი შეიძლება სუსტი იყოს, მაინც ამცირებს გატეხის რისკებს, როდესაც მაგალითად პაროლების საცდელ რაოდენობას ზღუდავს.