მთავარიმსოფლიოკავკასიაფაშინიანის მოწინააღმდეგეები ტავუშიდან ერევანში მსვლელობით მიემართებიან

ფაშინიანის მოწინააღმდეგეები ტავუშიდან ერევანში მსვლელობით მიემართებიან

სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციის, ტავუშის, მაცხოვრებლებმა აზერბაიჯანისთვის მიწების გადაცემის შესახებ სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ერევნისკენ მსვლელობა დაიწყეს.

მსვლელობას ტავუშის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს. იგი ამბობს, რომ ტერიტორიების გადაცემა „გაურკვეველ პირობებში“ ხდება.

“საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოსმენის ნაცვლად მათ წინააღმდეგ სასტიკი ძალა გამოიყენეს. ორი დღის წინ მათ თავს დაესხნენ და საკუთარი სახლების შენარჩუნების უფლება ჩამოართვეს. ახლა ვხედავთ, როგორ მეთვალყურეობს აქაურობას პოლიცია. უზრუნველყოფენ, რომ ტერიტორია მტრის თვალწინ გასუფთავდეს“, – ამბობს ბაგრატ გალსტანიანი.

73 წლის შიშიკ მარგარიანი სოფელ კირანცის მაცხოვრებელია. აქ დაიბადა და მთელი ცხოვრება აქ გაატარა. მისი ქალიშვილებიც ახლომდებარე სოფელში ცხოვრობენ. ამბობს, რომ არასდროს სმენია, რომ აზერბაიჯანელებს აქ მიწა ჰქონდათ, მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ პროტესტს შედეგი არ ექნება: „პროტესტი ორი კვირაა მიმდინარეობს. რა შეიცვლება? არაფერი. ვინ აპირებს მათ მოსმენას? პრემიერ-მინისტრსაც კი შეხვდნენ. ისინი ყოველთვის მშვიდობაზე საუბრობენ, მაგრამ როგორი მშვიდობა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ აზერბაიჯანელებთან, რომლებმაც ამდენი ახალგაზრდა დახოცეს?“

აპრილში სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობის ნორმალიზებას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ. მიღწეული შეთანხმებით სომხეთი აზერბაიჯანს გარკვეულ ტერიტორიას უთმობს. ბაქო და ერევანი სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მას შემდეგ მუშაობენ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღზე სრული კონტროლი დაიბრუნა.

5 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სევანის ტბასთან იმყოფებოდნენ. ისინი ერევანში, სავარაუდოდ, 9 მაისს ჩავლენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend