კომპანია Boeing-მა ასტრონავტების მონაწილეობით პირველი სატესტო კოსმოსური ფრენა შეაჩერა. ამის მიზეზი Boeing-ის Starliner-ის კაფსულაში, სადაც ასტრონავტები იმყოფებიან, ჟანგბადის სარქვლის ტექნიკური პრობლემები იყო.
ფრენის შეჩერების გადაწყვეტილება ინჟინრებმა აფრენამდე რამდენიმე წამით ადრე მიიღეს.
UPDATE: Boeing, NASA and United Launch Alliance have made the decision to allow engineering teams to spend Tuesday, May 7, evaluating the data and the next launch opportunity will be no earlier than Friday, May 10. https://t.co/TVJ5Wm4bR4
— Boeing Space (@BoeingSpace) May 7, 2024
კაფსულაში მყოფმა ორმა ასტრონავტმა, ბუჩ ვილმორმა და სუნი უილიამსმა, ხომალდი დატოვეს და ტრენინგცენტრში გადაინაცვლეს.

ასტრონავტების პირველი საცდელი გაშვება დედამიწის ორბიტაზე NASA-ს დაკვეთით კომპანია Boeing-ს უნდა განეხორციელებინა კიდევ ერთი კოსმოსური კომპანიის United Launch Alliance რაკეტა ATLAS-ით. ფრენა ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებისთანავე შედგება, თუმცა ზუსტი დრო უცნობია.
”საერთო ჯამში ფრენა წარუმატებელი მაინც არ იქნებოდა. ძალიან კარგად მიდიოდა გაშვების პროცესი. სინამდვილეში ეს არ წარმოადგენს ისეთ პრობლემას, რასაც შესაძლოა მისიისთვის ხელი შეეშალა.
თუმცა მაინც გადაწყდა ფრენის შეჩერება. მკაცრი რეკომენდაცია ინჟინრებმა გასცეს და დირექტორატიც დაუყოვნებლივ დათანხმდა. პირველადი დათვალიერებისას ტექნიკოსებმა თქვეს, რომ ჟანგბადის განყოფილების სარქველი არათანაბრად მოძრაობდა გაღება-დახურვისას, თან ხმას გამოსცემდა. United Launch Alliance-ის გუნდმა შესანიშნავად შეაფასა მონაცემები და მაღალი ალბათობით პრობლემა რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ აღმოიფხვრება”, – განაცხადა NASA-ს კომერციული ფრენების პროგრამის მენეჯერმა სტივ სტიჩიმ.