მთავარიმსოფლიორელიგია, მშვიდობა და ომი

რელიგია, მშვიდობა და ომი

მშვიდობა, ომი და რელიგია განუყოფელია.

სახელმწიფოები, იმპერიები და მათი მმართველები, ასევე მათი ქვეშევრდომები თუ მონები, ბევრ სხვა მოტივთან ერთად რელიგიური მოტივებითაც იბრძოდნენ.

რელიგია და მშვიდობაც არაერთხელ დაკავშირებია ერთმანეთს ისტორიის მანძილზე.

უახლეს ისტორიაში კი რამდენიმე ომია ისეთი, რომელთა ქარტეხილშიც რელიგიური დღესასწაულები ცეცხლის შეწყვეტის მიზეზი გამხდარა.

მაგალითად, პირველ მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტზე შობის დღეებში, მართლაც, სიმშვიდემ დაისადგურა. გერმანელი, ფრანგი და ბრიტანელი სამხედროები ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე რამდენიმე საათით დაზავდნენ, მაგრამ მშვიდობა დროებითი იყო, რამდენიმე საათში ისევ გაისროლეს და ომი კიდევ 3 წელს გაგრძელდა.

კიდევ ერთი დიდი ქრისტიანული დღესასწაულის, აღდგომის, გამო უახლეს კონფლიქტებში არაერთხელ იყო დროებითი დაზავების მცდელობა. მაგალითად, 2022 წელს კიევის ინიციატივით, ხოლო 2023 წელს კრემლის შეთავაზებით. ორი მართლმადიდებელი ერის დროებითი ზავი რელიგიური მოტივებით იყო ნაკარნახევი. ორივე შემთხვევაში ეს მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend