მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო "ოფშორების კანონს"

სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო “ოფშორების კანონს”

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. “ოფშორების კანონს” ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს დაუბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით მესამე მოსმენით 19 აპრილს მიიღო. ამ ცვლილებების თანახმად, ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება და საწარმო თუ პარტნიორი ფიზიკური პირი მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან გათავისუფლდება.

“ვეტო დავადე ოფშორების შესახებ კანონს და ვეტოს დავადებ ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება”,- ნათქვამია პლატფორმა “იქსზე” პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend