მთავარიევროპასაფრანგეთისაფრანგეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა

საფრანგეთში პირველი მაისის ღამეს ენას რეგიონში ძლიერი წვიმისა და ჭექა-ქუხილის შედეგად გამოწვეულ ღვარცოფს ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გარდაცვლილის ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით იპოვეს. ასევე დაშავდა მისი მეუღლე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სახლი თითქმის სრულად განადგურდა წამოსული წყლისა და ტალახის მასის შედეგად.

შუა ღამით მოვარდნილმა ნაკადმა ყველაფერი გაანადგურა. შედარებით ნაკლებად, თუმცა ასევე დაზარალდა ორმოცამდე სხვა მაცხოვრებელი. ადგილზე მობილიზებული იყო 56 მეხანძრე მაშველი და ჟანდარმერია.

კოტ’იორში არსებულ სოფელ ვიტოში კი ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ფერმები დაზიანდა. ჯამში სტიქია 350 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდა. ფერმერებმა მოასწრეს საქონლის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ძლიერმა წვიმამ და ჭექა-ქუხილმა ბურგუნდიაშიც სერიოზული ზიანი გამოიწვია. შაბლიში, ბევრი ვენახი სეტყვამ თითქმის სრულად გაანადგურა. მიწის ნაკვეთები გარკვეულ ადგილებში მნიშვნელოვნად დაზიანდა. 19 ჰექტარი ფართობის ვენახი კი სრულად განადგურდა,.

შაბლის ვენახები 6 000 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. ზარალის შეფასებას კი რამდენიმე კვირა დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend