მთავარიევროპაუკრაინარუსეთი განაგრძობს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე სარაკეტო იერიშების მიტანას

რუსეთი განაგრძობს უკრაინის ქალაქებსა და დასახლებებზე სარაკეტო იერიშების მიტანას

რუსული მხარე უარყოფს, უკრაინაში ქიმიური იარაღის, როგორც ომის წარმოების საშუალების გამოყენებას.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი, ბრძოლის ველზე უკრაინაზე უპირატესობის მოსაპოვებლად აკრძალული მხუთავი ნივთიერების, ქლოროპიკრინის გამოყენებაში დაადანაშაულა, რომელიც ფილტვის, თვალისა და კანის გაღიზიანებას და ასევე ღებინებას და დიარეას იწვევს. მათი განცხადებით, ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა.

რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს.

კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვმა ბრალდებები უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია და მტკიცებულებების არსებობა გამორიცხა, მის განცხადებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთი იყო და დარჩება მისი ვალდებულებების ერთგული საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

განცხადებების ფონზე კი რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმებს. 

ადგილობრივ საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირას რუსეთმა მესამეჯერ მიიტანა იერიში საპორტო ქალაქ ოდესაზე, დაშავებულია 14 მოქალაქე.

ორშაბათს, სარაკეტო თავდასხმის შედეგად ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ორი დღის შემდეგ კი მორიგ სარაკეტო დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

ვითარება ასევე უარესდება უკრაინის აღმოსავლეთის ფრონტზე.

უკრაინის არმიის სპიკერი ნაზარ ვოლოშინი აცხადებს, რომ ადგილობრივი დამცველები მტკიცედ დგანად რუსეთის დიდი და კარგად აღჭურვილი ძალების წინააღმდეგ. პარალელურად, კრემლი დონეცკის რეგიონში ძალების მობილიზებას ცდილობს, უკრაინის თავდაცვის ხაზების გასარღვევად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend