მთავარისაქართველო„გააგონე საქართველოს ხმა” - აქცია სასტუმრო „პარაგრაფთან"

„გააგონე საქართველოს ხმა” – აქცია სასტუმრო „პარაგრაფთან”

სასტუმრო “პარაგრაფთან” საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამავე სასტუმროში მიმდინარეობს “აზიის განვითარების ბანკის” ღონისძიება.

აქციის ორგანიზატორია მოძრაობა “სირცხვილია”. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სურთ გააგონონ ხმა და უთხრან „მაღალი რანგის საერთაშორისო სტუმრებს, რომ ღიად მოუწოდონ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი და არ შეუქმნას საფრთხე ქვეყნის მდგრად და დემოკრატიულ განვითარებას”.

უკვე თითქმის სამი კვირაა, საქართველოში უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები “უცხოური გავლენის კანონპროექტის” შესახებ.

მოქალაქეები მოუწოდებენ ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ხელს უშლის და აფერხებს საქართველოს ევროპულ მომავალს.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend