მთავარიევროპაუკრაინადეივიდ კამერონი უკრაინაში ჩავიდა

დეივიდ კამერონი უკრაინაში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დეივიდ კამერონი უკრაინას ეწვია. ბრიტანელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, მიაგო პატივი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ჯარისკაცებისა და ოფიცრების ხსოვნას და მოინახულა კიევში გამოფენილი განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკა.

კიევში ყოფნისას მან თქვა, რომ უკრაინას „აბსოლუტურად აქვს უფლება“ თავს დაესხას რუსეთის ტერიტორიას ბრიტანული იარაღით. მისივე განცხადებით, მხოლოდ კიევის გადასაწყვეტია, თუ როგორ გამოიყენებს ბრიტანეთიდან მიწოდებულ საბრძოლო მასალას.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ მიერ კიევისთვის გადაცემული ბოლო სამხედრო პაკეტი, რომელიც 3 მილიარდი ფუნტის მოცულობის გახლავთ, უკრაინელი ერის უსაფრთხოებას მოხმარდება. უკრაინას დავეხმარებით შემდეგ წელსაც და მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება”, – განაცხადა დეივიდ კამერონმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანმა.

გაერთიანებული სამეფო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend