მთავარისაქართველოდემონსტრანტებმა გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს

დემონსტრანტებმა გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი გააპროტესტეს

2 მაისს დემონსტრანტებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროტესტის ფარგლებში, რუსთაველის გამზირის პარალელურად გმირთა მოედანზე შეკრება საღამოს 6 საათზე დაიწყეს და გზის გადაკეტვა სცადეს.

აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის საშუალება თავდაპირველად არ მისცეს და მხარეებს შორის მოხდა დაპირისპირება. საპატრულო სამსახურებმა დაპირისპირებისას რამდენიმე დემონსტრანტი ადმინისტრაციული წესით დააკავა. შემდგომ კი პოლიციამ საავტომობილო გზა გახსნა.

პარლამენტის წინ პარალელურად მიმდინარე აქციიდან, დემონსტრანტებმა გმირთა მოედანზე გადმოინაცვლეს და საბოლოოდ გმირთა მოედანზე გზა ხელახლა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს თქმით, მათ მიზანია, ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი დისკომფორტი შეუქმნან და ასევე რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა, კანონპროექტის შესახებ.

ღამის საათებში კი გმირთა მოედანზე ინციდენტი მოხდა, როდესაც უცხო პირები ავტომობილებიდან გადმოვიდნენ და აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ. თუმცა ვითარება მალევე განიმუხტა.

რამდენიმესაათიანი პიკეტირების შემდეგ, გმირთა მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა ღამით ადგა. სამი საათისთვის საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს, რასაც წინააღმდეგობა არ მოჰყოლია.

გმირთა მოედნიდან დემონსტრანტების ნაწილმა თბილისის მერიის შენობასთან გადაინაცვლა. საბოლოოდ კი ყველამ თავი ისევ რუსთაველის გამზირზე მოიყარა. „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი აქციების შეწყვეტას მანამ არ აპირებენ სანამ მმართველი პარტია ე.წ. გამჭვირვალობის კანონს უკან არ გაიწვევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend