მთავარისაქართველო"საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

“საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

პირველ მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში მეთიუ მილერი გმობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს.

მილერი ასევე, ეხმაურება ძალადობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციებისა და ჟურნალისტების მიმართ, და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ გზაზე  დააყენა

“შეერთებული შტატები გმობს კრემლისგან შთაგონებულ „უცხოეთის გავლენის კანონს“, რომელმაც საქართველოს პარლამენტში წინ წაიწია, და იმ ცრუ ნარატივს, რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები მის დასაცავად ავრცელებენ. მმართველი პარტიის წევრები ნათლად ამბობენ, რომ კანონის მიზანია კრიტიკული ხმების გაჩუმება და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების განადგურება, რომელიც არის ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის მაკონტროლებელი კრიტიკული მექანიზმი.

ამ კანონპროექტმა და ქართული ოცნების ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო არასტაბილურ კურსზე დააყენა. საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია იმ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც არის ევროკავშირსა და ნატოში წევრობის საფუძველი და, შესაბამისად, საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. კომენტარები, რომლებიც არასწორად ახასიათებს საქართველოში უცხოეთიდან მიღებულ დახმარებას, რასაც ჩვენ 32 წელია ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად საქართველოს შესაძლებლობების გასაზრდელად, ფუნდამენტურად ძირს უთხრის იმ რთულ ურთიერთობას, რომელიც გვაქვს საქართველოს მთავრობასა და ხალხთან.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გამოხატონ საკუთარი სათქმელი. ვგმობთ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მიმართ ძალადობას, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა უფლებისა და სიტყვის თავისუფლების აღსაკვეთად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მისცენ არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს საშუალება, რომ ისრაგებლონ გამოხატვის თავისუფლების უფლებით”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend