მთავარიაზიაღაზაისრაელმა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ერეზის გადასასვლელი გახსნა

ისრაელმა ღაზაში მეტი ჰუმანიტარული დახმარების შეტანის მიზნით ერეზის გადასასვლელი გახსნა

ისრაელმა ერეზის გადასასვლელი გახსნა, რათა უფრო მეტი მოცულობის დახმარება შევიდეს ღაზაში.

ჰუმანიტარული ჯგუფები რამდენიმე კვირაა საუბრობენ რეგიონში შიმშილის საფრთხის შესახებ. მსოფლიო სასურსათო პროგრამის შეფასებით, დაახლოებით მილიონ ასი ათასი ადამიანი, რაც ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს, შიმშილის ზღვარზეა. ისინი უმძიმეს ვითარებაში არიან.

COGAT-ის ღაზის კოორდინაციისა და სამოკავშირეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოშე ტეტრო ამბობს, რომ იორდანიიდან ჩამოსული სატვირთოები უკვე შედიან ღაზაში. მას იმედი აქვს, რომ ამ გადასასვლელს ყოველდღიურად გამოიყენებენ.

Ohad Zwigenberg/Copyright 2024 The AP

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელი  ღაზაში მეტი დახმარების შეტანის უზრუნველსაყოფად  მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან, ერთად მოინახულა კერემშალომის გადასასვლელი. მათ ჰუმანიტარული ოპერაციის გაფართოების გზებზე იმსჯელეს.

სახელმწიფო მდივნის თქმით, ამჟამად ერთ-ერთი გამოწვევა ისაა, რომ დახმარება ეფექტურად გადანაწილდეს მთელ ღაზაში. მათ ასევე უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს პროცესი „ჰამასმა“ არ შეაფერხოს.

ენტონი ბლინკენი, რომლისთვისაც ეს მეშვიდე დიპლომატიური ვიზიტია ახლო აღმოსავლეთში 7 ოქტომბრის შემდეგ, „ჰამასს“ მოუწოდებს, დასთანხმდეს ეგვიპტელი შუამავლების მიერ წარდგენილ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, 33 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას შემდგომში ცეცხლის სრული შეწყვეტის პერსპექტივით. ბლინკენის თქმით, ისრაელი მნიშვნელოვან კომპრომისზე წავიდა, ახლა კი  „ჰამასი“ უნდა დასთანხმდეს ამ შემოთავაზებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend