ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ომის ფონზე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ადამიანები კვლავ “ჰამასის” ტყვეობაში რჩებიან. საერთაშორისო საზოგადოება უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომს, რომელიც შეიძლება რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები დიდი ხანია ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებენ რაფაზე იერიშისგან თავი შეიკავოს.
„ყველა საჭირო ზომას მივმართავთ. მტრების დამარცხება გარდაუვალია, რაფას აღება გარდაუვალია, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი. თავდადება აუცილებელია და ჩვენ შორის განსხვავებები კი გადალახულია. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და არ შევცვლი“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ ქალაქ რაფაში მყოფთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილია.
The Erez Crossing has been opened for the entrance of humanitarian aid for the first time since October 7 when it was raided by Hamas terrorists.
In coordination with @cogatonline , 30 trucks of humanitarian aid including food and medical supplies for the northern part of Gaza… pic.twitter.com/zoNzhw3CgY
— Israel Defense Forces (@IDF) May 1, 2024
ისრაელსა და “ჰამასს” შორის გასული წლის 7 ოქტომბერს ამ უკანასკნელის მიერ მიტანილი დაუნდობელი, ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებულ ომში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა პალესტინელია.