მთავარიაზიაისრაელითელ-ავივში მომიტინგეები მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას მოითხოვენ

თელ-ავივში მომიტინგეები მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას მოითხოვენ

გუშინ, პასექის დღესასწაულის ბოლო დღეს, თელავივში  ასობით ისრაელელი ქუჩაში გამოვიდა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმება და იმ მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაში არიან.

აქციის მონაწილეებმა გზაზე  დიდი ასოებით დაწერეს:  „რაფაჰი მოიცდის, მძევლები კი – ვერა“. მომიტინგეებმა ზღვისპირა ქალაქში, პროტესტის ფარგლებში, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა თითქმის ყოველდღიურად იმართება,  გადაკეტეს ქუჩები და ცეცხლი წაუკიდეს საგნებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაიღალნენ ამ მთავრობითა  და მიმდინარე პროცესებით.  მათი სურვილია, ახლავე შედგეს მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმება, ისინი სახლებში დაბრუნდნენ და ომიც საბოლოოდ დასრულდეს. მათთვის ის,  რაც ღაზაში ხდება, წარმოუდგენელი და აღმაშფოთებელია. აქციის მონაწილეებს  სურთ მშვიდობა და ერთად, დაპირისპირების გარეშე, ცხოვრება.

მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მათი ოჯახების წევრებისა და ისრაელის საზოგადოების ნაწილის საჯარო მოთხოვნის პარალელურად  იზრდება  საერთაშორისო ზეწოლაც. მსოფლიო საზოგადოება ისრაელსა და „ჰამასს“ მოუწოდებს, თვეების განმავლობაში წარუმატებელი მოლაპარაკებების მიუხედავად, დროულადმიიღონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება.

Copyright (Itai Ron/Flash90

ერთ-ერთი მძევლის ოჯახის წევრი აიალა მეცგერი ამბობს, რომ სწორედ ახლაა ის მომენტი, როდესაც მაგიდაზე დევს გარიგება. ეს შანსი არ არის ხელიდან გასაშვები, დრო აღარ ითმენს, მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. მისი თქმით,  აღარ არის მორიგი ომის დრო. რაფაჰში ომის დაწყება მძევლებს სახლში ვერ დააბრუნებს.

ისრაელმა პირობა დადო, რომ ღაზის სამხრეთის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს, სადაც, მათი მტკიცებით, „ჰამასს“ ისრაელელი მძევლები ჰყავს გადამალული. „ჰამასი“, თავის მხრივ, აცხადებს, რომ არ გაათავისუფლებს მათ იქამდე, სანამ არ შედგება შეთანხმება ომის დასრულებასთან დაკავშირებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend