მთავარისაქართველოსაქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა

საქართველოს თავდაცვის ძალები 33 წლისაა

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.

ქართულ არმიას დაარსებიდან 33-ე წლისთავი საქართველოს თავდაცვის  ძალების უმაღლესი მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მიულოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის ვინაა საქართველოს მტერი.

დღეს ვიღაცებს სურთ, რომ ჩვენი 30 წლიანი მოკავშირეები და პარტნიორები წარმოაჩინონ, როგორც რაღაც უცნობი და უსახო „ომის პარტიად“, რომელიც საქართველოს ავანტიურასა თუ კონფრონტაციაში იწვევს, ეს არის დიდი ტყუილი და მავნებლობა, აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ამ შეფასებებს ვაზიანშივე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი არ მიესალმა საქართველოს პრეზიდენტს და აღნიშნა რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები თავდაცვის ძალების დღისთვის შეუფერებელი  იყო.

1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend