რუტინული იმუნიზაცია

აპრილის ბოლოს ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება

ყოველ წელს, აპრილის ბოლოს ევროპის იმუნიზაციის კვირეული აღინიშნება, რომლის დროსაც იმუნიზაციასთან დაკავშირებული აქტივობების გაშუქებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდპანდემიამ საზოგადოებრივი ცხოვრების არაერთ სფეროზე იქონია ზეგავლენა, მათ შორის ბავშვთა რუტინულ იმუნიზაციაზეც.

კერძოდ, ჯანმოსა და UNICEF-ის მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, პანდემიის დროს მსოფლიოში რუტინული ვაქცინების ერთი ან მეტი დოზა 20 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა.

რამდენად მნიშვნელოვანია რუტინული იმუნიზაცია – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საქართველოში ჯანმოს წარმომადგენელმა და ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend