მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთი ევროკავშირში გაწევრებიდან 20 წლის თავზე

პოლონეთი ევროკავშირში გაწევრებიდან 20 წლის თავზე

პოლონეთში ახალი თაობა იზრდება, თაობა, რომელიც ევროკავშირში დაიბადა და არ ახსოვს პოლონეთი, რომელიც არსებობდა ევროკავშირის გარეთ.

20 წლის შემდეგ, რაც პოლონეთი ევროკავშირში გაწევრიანდა, ახალგაზრდებისთვის უკვე ჩვეული ამბავია თავისუფალი გადაადგილება, ევროპულ კანონმდებლობა და ევროპულ ინსტიტუტებზე წვდომა. ნადია არის ერთ-ერთი ასეთი ახალგაზრდა, რომელიც სხვა ახალგაზრდა აქტივისტებთან ერთად იბრძვის აბორტის ხელმისაწვდომობისთვის. მათ უნდათ, რომ შეაგროვონ 1 მილიონი ხელმოწერა ევროპული ინიციატივის განსახილველად. ეს შეიძლება უფრო მარტივიც აღმოჩნდეს, ვიდრე ეროვნულ დონეზე კანონის შეცვლა.

„ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა იმ მამაკაცს პარლამენტში და იმ პენსიონერებს, რომ ისინი ვერ გადაგვიწყვეტენ, უნდა გვქონდეს თუ არა აბორტის გაკეთების უფლება. ჩვენ უფრო მეტიც შეგვიძილია, ჩვენ შეგვიძლია წავიდეთ ბრიუსელში და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ აბორტი ხელმისაწვდომი იყოს ევროკავშირის ყველა მოქალაქისთვის“, – ამბობს ნადია პოლისიაკევიჩი.

ბოლო პერიოდში ევროპამ ჩაანაცვლა ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ახალგაზრდებისთვის ყველაზე სასურველი საცხოვრებელი ადგილი.

„ადრე მინდოდა ამერიკის შეერთებული შტატებში წასვლა, მაგრამ იქ, მაგალითად, ყველას არ შეუძლია უმაღლესი განათლების მიღება და იძულებულები არიან სესხები აიღონ, მაშინ, როდესაც აქ ყველას შეუძლია უმაღლესი განათლება მიიღოს“, – ამბობს მაია როზნიცკა, საშუალო სკოლის მოსწავლე.

პოლონეთში ასევე არიან სკეპტიკოსებიც, რომელთა რიცხვიც მზარდია ბოლო პერიოდში.

“როგორც სუვერენულ ქვეყანას ჩვენ უნდა გვქონდეს უფლება შიდა საქმეები ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ, იქნება ეს საგარეო პოლიტიკა თუ განათლება. ეს ისეთი მნიშვნელოვანი საგანია, ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები ქვეყნის ცხოვრებისა და ქვეყნის ფუნქციონირებისა, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული სუვერენიტეტი მათზე, ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ევროკავშირს, ან ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ ჩვენ მაგივრად მიიღონ ეს გადაწყვეტილებები”, – ამბობს მაჩიეკ კორნელუკი, “პოლონური ახალგაზრდობის” წარმომადგენელი.

გასული წლის ოქტომბერში არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდა პოლონელების 68%-მა მიიღო. თუმცა განმეორდება თუ არა ეს მობილიზაცია ევროპის არჩევნებზე, ჯერ კიდევ უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend