მთავარიკულტურაპლატონის სიკვდილის შესახებ ახალი ცნობა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დამწვარი პაპირუსის ნარჩენმა...

პლატონის სიკვდილის შესახებ ახალი ცნობა ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად დამწვარი პაპირუსის ნარჩენმა შემოინახა

პლატონის გარდაცვალების აქამდე უცნობ ამბავს, სავარაუდოდ, ახლახან გაშიფრული ანტიკური გრაგნილი მოგვითხრობს.
პიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს ჩანაწერი, რომელიც დიდი ძველი ბერძენი ფილოსოფოსის პლატონის სიცოცხლის ბოლო წუთების ამბავს შეიცავს. ეს ჩანაწერი იპოვეს პაპირუსის გრაგნილზე, რომელიც თითქმის მთლინად დაიფერფლა ძველი წელთაღრიცხვით 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს.

ტექსტში მოთხრობილია სოკრატეს შეგირდი ფილოსოფოსის ამბავი. იგი ძველი წელთაღრიცხვით 348 წელს გარდაიცვალა. ტექსტის მიხედვით, ამ ბერძენმა ფილოსოფოსმა საკუთარ საწოლში დალია სული, სიკვდილის წინ კი თრაკიელი მონა ქალის  მიერ დაკრულ ფლეიტას უსმენდა. სავარაუდოდ, უკვე ღრმად მოხუც პლატონს ისევ შესწევდა უნარი, გაეკრიტიკებინა ფლეიტის დამკვრელი,  რომელიც რიტმს არღვევდა. იგი მალევე გარდაიცვალა და ათენის აკადემიის ბაღში,  მუზების წმინდა ტაძრის მახლობლად დაკრძალეს,.

ეს ახალი აღმოჩენა ემთხვევა პლატონის სიკვდილის შესახებ ეპიკურელი ფილოსოფოსის ფილოდემუსის  მიერ გადმოცემულ დეტალებს და უფრო ამყარებს მის ვარაუდს პლატონის სიკვდილიწინა ქცევის შესახებ. თუმცა ახალი აღმოჩენა ეწინააღმდეგება დიოგენე ლაერტელის მონათხრობს, რომლის მიხედვითაც, პლატონი ქორწილში სტუმრად ყოფნის დროს გარდაიცვალა.

ახალი ხელნაწერი პირველად აკონკრეტებს, თუ ზუსტად სად შეიძლებოდა დაემარხათ პალტონი აკადემიის ბაღში. სიკვდილის ცნობების გარდა, გრაგნილი პლატონის სოცოცხლის დეტალებსაც შეიცავს. ახალი ტექსტის მიხედვით, პლატონი შესაძლოა მონად გაყიდეს კუნძულ ეგინაზე ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 404 წელს, როდესაც სპარტელებმა დაიპყრეს ეს კუნძული, ანუ სოკრატეს სიკვდილით დასჯიდან ხუთი წლის შემდეგ.

ეს ბოლო აღმოჩენა  ცნობილი ჰერკულანუმის პაპირუსის გაშიფრვის შემდეგ გახდა ცნობილი – ეს არის პაპირუსის ხელნაწერების კრებული,  რომელთა გაშიფრვაც შეუძლებლად ითვლებოდა, რადგან ვეზუვის ამოფრქვევის დროს ძალიან დაზიანდა.

ჰერკულანუმის პაპირუსი 1752 წელს ფერმერმა აღმოაჩინა. თავიდან თითქმის დანახშირებული გრაგნილები ნახშირი ეგონათ. მაგრამ მოგვიანებით ვიღაცამ ასოების სუსტი გამოსახულება შენიშნა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩათვალეს, რომ  დამწვარი პაპირუსი მნიშვნელოვან ისტორიულ ინფორმაციას შეიცავდა.

ამ გრაგნილების გაშიფრვის ადრეული მცდელობის დროს ზოგი ხელნაწერი განადგურდა, ასობით ხელნაწერი კი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა მუზეუმში იყო მიმოფანტული.

ჰერკულანუმის პაპირუსების გაშიფრვის წასახალისებლად 2023 წელს წამოიწყეს კამპანია „ვეზუვის გამოწვევა“ (Vesuvius Challenge), ხოლო საპრიზო ფონდად 1 მილიონი დოლარი განისაზღვრა იმ მეცნიერთათვის, რომლებიც დანახშირებულ ხელნაწერებს გაშიფრავდნენ.

21 წლის ლუკა ფარიტორმა  გაშიფრა გრაგნილების  პირველი სიტყვა “ΠΟΡΦΥΡΑϹ” , რომელიც ფერფლს ნიშნავს და მოიგო 40,000 (€37,000) დოლარი. 2024 წლის დასწყისში კი იუსეფ ნადერმა, ჟულიან შილიგერმა და ფარიტორმა   მოიგეს უმაღლესი ჯილდო 850,000 (€790,000) დოლარი მას შემდეგ, რაც პაპირუსის ხელნაწერების 5 % გაშიფრეს.

პლატონის შესახებ ბოლო ინფორმაციის შემცველ ხელნაწერზე ნეაპოლის უნივერსიტეტის პროფესორი გრაციანო რანოკია მუშაობდა. მისმა გუნდმა პაპირუსი ბიონიკური თვალით წაიკითხა. ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოჩენის პრეზენტაციის დროს პროფესორმა რანოკიამ განაცხადა, რომ მადლიერია, რადგან არსებობს „ყველაზე დახვეწილ დიაგნოსტიკურ ტექნოლოგია.“

“ბოლოს და ბოლოს ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ და გავშიფროთ ისეთი ტექსტები, რომელთა წაკითხვაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა,“ – განმარტა პროფესორმა.

ავტორი: ჯონი ვოლფიში

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend