მთავარიმსოფლიოპარიზში მცხოვრები სტუდენტები ღაზაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ და პალესტინელებს უჭერენ მხარს

პარიზში მცხოვრები სტუდენტები ღაზაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ და პალესტინელებს უჭერენ მხარს

პარიზში, სორბონის უნივერსიტეტთან სტუდენტებმა პალესტინის მხარდასაჭერი აქცია გამართეს.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც აშშ-შიც სტუდენტები ღაზაში მიმდინარე ომს აპროტესტებენ და ისრაელს გენოციდის მოწყობაში ადანაშაულებენ.

”მე ვუერთდები კოლუმბიისა და ჰარვარდის სტუდენტების პროტესტს. ისინი ძალიან ძლიერები არიან.  ამ სტუდენტებს სურთ, იბრძოლონ პალესტინაში სამართლიანობისთვის, მშვიდობისა და  პალესტინის განთავისუფლებისთვის. მე ვამაყობ მათი გადაწყვეტილებით,  ისინი უკან არ იხევენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია ამ მუხტის ჩახშობას ცდილობს და უამრავ ადამიანსაც აკავებს“, – ამბობს სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი ლორელია ფრეხო.

გასულ კვირას პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში საპროტესტო აქციები დაიწყო.

სტუდენტები არავის უშვებდნენ კამპუსის შენობაში, რის გამოც ადმინისტრატორებს ყველა ლექციის ონლაინ გადატანა მოუწიათ. ამავე შეკრებაზე ისრაელისა და პალესტინის მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პრობლემის მოსაგვარებლად სპეცრაზმის ჩართვა გახდა აუცილებელი.

Jeffrey Schaeffer/Copyright 2024 The AP. All rights reserved.

საპროტესტო მოძრაობა კოლუმბიაში ორი კვირის წინ დაიწყო, როდესაც პოლიცია ცდილობდა, დაეშალა იმ მომიტინგეების მცირე ჯგუფი, რომლებმაც კარვები გაშალეს.

სოლიდარობის საპროტესტო ტალღა მთელ აშშ-ს მოედო.  მსგავსი დემონსტრაციები გაიმართა ამერიკის 22 შტატში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend