მთავარიკულტურაჯაზის საერთაშორისო დღე

ჯაზის საერთაშორისო დღე

ჯაზის საერთაშორისო დღეს გილოცავთ!

იუნესკოს ინიციატივით, 30 აპრილი ჯაზის მუსიკალური ჟანრისა და მისი დიპლომატიური როლის მნიშვნელობის დღედ დაწესდა – ჯაზი ხომ მსოფლიოს ხალხებს აერთიანებს. ამ დღის აღნიშვნას ხელმძღვანელობენ იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი  და ჯაზის ლეგენდარული შემსრულებელი, პიანისტი და კომპოზიტორი ჰერბი ჰენკოკი, რომელიც იუნესკოს კულტურათაშორისი დიალოგის კეთილი ნების ელჩი და ჰერბი ჰენკოკის ჯაზის ინსტიტუტის დირექტორია.

ჯაზის საერთაშორისო დღე „აერთიანებს მთელი მსოფლიოს ხალხებს, სკოლებს, ხელოვანებს, ისტორიკოსებს, აკადემიურ სექტორსა და ჯაზის მოყვარულებს, რათა ერთად გაიგონ მეტი ჯაზისა და მისი ფესვების, მომავლისა და გავლენის შესახებ; იგი ხაზს უსვამს, თუ რამდენად აუცილებელია კულტურათა შორის დიალოგი და ურთიერთგაგება; ეს დღეს კიდევ უფრო ამყარებს საერთაშორისო თანამშრომლობასა და კავშირს“.

ჯაზის საერთაშორისო დღე 2024 – UNESCO – Jazzday.com

ჯაზის დღე მსოფლიოს 190-ზე მეტ ქვეყანაში ოთხი დღის განმავლობაში  აღინიშნება, წელს კი პირველად  ჯაზის ამ გრანდიოზულ დღესასწაულს აფრიკის კონტინენტი უმასპინძლებს – კერძოდ, მაროკოში მდებარე ქალაქი ტანჟერი.

ამ დღესასწაულის ფარგლებში უამრავი საგანმანათლებლო პროგრამა იმუშავებს და მოეწყობა სხვადასხვა გამოფენა. იუნესკოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ვარსკვლავთა კონცერტი კი ტანჟერის ხელოვნებისა და კულტურის სასახლეში 30 აპრილსვე ჩატარდება და პირდაპირ გადაიცემა YouTube-ისა და Facebook-ის პლატფორმებზე.

ავტორი: დევიდ მურიკანი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend