მთავარისაქართველო"მარში ევროპისკენ"

“მარში ევროპისკენ”

28 აპრილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. მასშტაბური საპროტესტო აქცია საღამოს 7 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო.

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, ამ სლოგანით ქუჩაში გამოვიდა ათასობით დემონსტრანტი, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვდნენ.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ დემონსტრანტებმა პარლამენტისკენ დაიწყეს მსვლელობა, რომელსაც ევროპული მარში უწოდეს.

პარლამენტთან, სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა აქციის მონაწილეების მცდელობას ასულიყვნენ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე. სამართალდამცველებმა დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე არ აუშვეს. დაპირისპირების შედეგად სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. მან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა არ გამოიყენა ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომლებიც ამბობდნენ, რომ აქციაზე საქართველოს ევროპული მომავლისთვის იდგნენ.

მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ პარლამენტში ხელახლა წარადგინა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ, საპროტესტო აქციები თბილისსა და სხვა ქალაქებში უწყვეტად მიმდინარეობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend