მთავარიამერიკააშშაშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტები პალესტინის მხარდამჭერ აქციებს მართავენ

აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტები პალესტინის მხარდამჭერ აქციებს მართავენ

ისრაელ-ჰამასის ომის გამო სტუდენტებმა პროტესტი აშშ-ის კოლეჯებში მას შემდეგ დაიწყეს, რაც კოლუმბიის უნივერსიტეტში 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

ილინოისის შტატის ქალაქ ევანსტონში მდებარე უნივერსიტეტის კამპუსში დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.  თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ სტუდენტებმა კამპუსის შუაგულში კარვები გაშალეს.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა ათობით სტუდენტმა მიიღო.  უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა მაიკლ შილმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტმა ცვლილებები შეიტანა სტუდენტურ კოდექსში კარვების აკრძალვის შესახებ. კოდექსში დისციპლინურ ქმედებებზე, მათ შორის სტუდენტის სტატუსის შეჩერებაზე, გარიცხვასა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზეა საუბარი.

სტუდენტები უნივერსიტეტებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ნებისმიერი კამპანიისგან, რომელიც ღაზაში ისრაელის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერისკენაა მიმართული.

ჯგუფები ძირითადად დამოუკიდებლად მოქმედებენ, თუმცა სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი იზიარებენ თავიანთი თანატოლების მოსაზრებებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend