მთავარიკულტურაანარქია გაერთიანებულ სამეფოში: ჯეიმი რიდის იშვიათი ნამუშევრები გამოიფინა

ანარქია გაერთიანებულ სამეფოში: ჯეიმი რიდის იშვიათი ნამუშევრები გამოიფინა

გამოფენაზე „ჯეიმი რიდი, რადიკალური ჟესტებით ცხოვრება“ გამოფენილია 90-იანი წლებიდან დღემდე შესრულებული იშვიათი ლიმიტირებული ნამუშევრები და უჩვეულო გამოსახულებები, მათ შორის რიდის ბოლო შედევრი.

ქალაქ ბრაიტონის Enter Gallery-ი განსაკუთრებულ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც ლეგენდარული ბრიტანელი ხელოვანის ჯეიმი რიდის ხსოვნას ეძღვნება. სწორედ მას ეკუთვნის ცნობილი ბრიტანული პანკ-როკ-ჯგუფის Sex Pistols-ის ალბომების ყველაზე პოპულარული დიზაინები.

ამ ერთკვირიანი გამოფენის ფარგლებში გამოტანილია რიდის სერია Rogue Materials, რომელიც 1972-2021 წლებში შექმნილი მნიშვნელოვანი კოლექციაა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია Sex Pistols-ის ადრეული აფიშები და ის ნამუშევრები, რომლებიც 1980-იან წლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის მიერ შემოტანილი საგადასახადო პოლიტიკისა საწინააღმდეგო აქციებზე გაიტანა.  ეს გამოფენა პატივს მიაგებს რიდის მრავალფეროვან პროფილსა და რადიკალურ პოლიტიკას.

მის ნამუშევრებში ხშირად ფიგურირებდა გაზეთებიდან ამოჭრილი სათაურები, რისი წყალობითაც ქმნიდა პანკ-როკის იმიჯს განსაკუთრებით 1970-იანი წლების ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რიდის ბოლო შედევრი სახელწოდებით „ანარქია გაერთიანებულ სამეფოში“, რომელიც გარდაცვალების წინ დაასრულა. სურათზე გამოსახულია გაერთიანებული სამეფოს  დაფლეთილი დროშა, რომელიც პანკური ქინძისთავებით არის შეკოწიწებული, Sex Pistols-ის 1976 წელს გამოშვებული იმავე სახელწოდების მუსიკალური სინგლის პატივისცემის ნიშნად.

ამ დროშების ნაბეჭდი ვერსიები გამოვა Sex Pistols Residuals-ისა და Bravado-სთან თანამშრომლობით , რაზეც თანხმობა განაცხადა თავად რიდმა და მისმა ფონდმა The Arcova Trust.

ავტორი: თეო ფარანტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend