მთავარისაქართველო„ევროპული მარში“ და საპროტესტო აქცია

„ევროპული მარში“ და საპროტესტო აქცია

“არა რუსულ კანონს” – ამ სახელწოდებით აქცია მიმდინარეობს პირველი რესპუბლიკის მოედანზე. დღესვე დაგეგმილია „ევროპული მარში“.

მოქალაქეები 28 აპრილს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც პირველი მოსმენით მმართველმა პარტიამ უკვე მიიღო.

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამომსვლელები სიტყვით მიმართავენ შეკრებილებს, მოგვიანებით კი იგეგმება მსვლელობა პარლამენტისკენ.

ხვალ, 29 აპრილს, “ქართული ოცნება” გეგმავს მხარდამჭერები შეკრიბოს რუსთაველის გამზირზე. ამავე დღეს დაგეგმილია სადავო კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენაც.

გაერთიანებული სამოქალაქო მოძრაობებისა და სტუდენტური ორგანიზაციები კი ამავე დღეს ვაკის პარკში აპირებენ შეკრებას. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთად დაელოდებიან მოვლენათა განვითარებას.

„გამომდინარე იქიდან, რომ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ხელისუფლების სამოქმედო გეგმის შესახებ, დღის განმავლობაში შესაძლებელია საჭირო გახდეს ცვლილებების შეტანა ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაციები ავრცელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend