სულ ცოტა დრო რჩება “ევროპაკონცერტამდე“, რომელიც საქართველოში პირველად გაიმართება. მსოფლიოში აღიარებული ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი პირველ მაისს “ევროპაკონცერტს” წინანდლის მამულში გამართავს, ხოლო ორ მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ამ თემაზე დავით საყვარელიძემ, წინანდლის ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, ისაუბრა.