„ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა” – ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია საქართველოში იწყებს. პროექტი ოთხწლიანია და როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, მათი მიზანი სოფლის მეურნეობის სფეროში კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობაა.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში საუბრობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (UNFAO) წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე.