ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში დაგეგმილ სრულმასშტაბიან შეტევას განახორციელებს.
მთავრობის სპიკერის დეივიდ მენსერის თქმით, მათი სამიზნე „ჰამასის“ ოთხი ბატალიონია, რომელთა ბაზაც, გავრცელებული ცნობით, სწორედ რაფაჰშია.
მთავრობის სპიკერი აფრთხილებს „ჰამასის“ მებრძოლებს, რომ თავს ვერაფრით დაიცავენ. აქამდე ისრაელის მთავრობას რაფაჰი უსაფრთხო ზონად ჰქონდა გამოცხადებული, სადაც ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს.
გაეროში ღაზის ჰუმანიტარული კოორდინატორი სიგრიდ კააგი აცხადებს, რომ შექმნილი რთული ვითარების გამო ღაზაში მცხოვრებთა უმეტესების მომავალი გაურკვეველია. მისი თქმით, ღაზაში ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა განადგურებულია.
The Palestine Red Crescent teams in the #Gaza Strip are distributing hygiene kits to some shelter schools in the central governorate, funded by the German Red Cross @roteskreuz_de.@GerRepRamallah@AA_stabilisiert pic.twitter.com/HZF7iSthe0
— PRCS (@PalestineRCS) April 25, 2024
რამდენიმე საავადმყოფო მწირი მარაგისა და ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის მიუხედავად, მაინც აგრძელებდა მუშაობას. თუმცა ვითარება უფრო რთულდება, რადგან ზაფხულის მოახლოებისა და ტემპერატურის მატების ფონზე, ღაზაში იზრდება გადამდები დაავადებების გავრცელების რისკი.
ისრაელი აცხადებს, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად ღაზაში დახმარება ბევრად უფრო სწრაფად შედის.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, ღაზის სექტორში 468 სატვირთო შევიდა, თუმცა ამ მონაცემებს გაერო და „წითელი ჯვარი“ არ ეთანხმებიან. გაეროში აცხადებენ, რომ ინსპექტირების წესების გამო მანქანების ნაწილი ტვირთით ბოლომდე არ იყო გავსებული.