მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის პრემიერ-მინისტრი შეიძლება გადადგეს, კორუფციულ გარიგებაში მეუღლის სავარაუდო მონაწილეობის გამო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი შეიძლება გადადგეს, კორუფციულ გარიგებაში მეუღლის სავარაუდო მონაწილეობის გამო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი  დროებით აღარ ასრულებს საჯარო მოვალეობას.

ესპანეთის პრემიერის მეუღლე ბეგონა გომესი კორუფციაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცავმა უწყებებმა საქმის გამოძიება უკვე დაიწყეს.

საჩივარი ბეგონა გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პედრო სანჩესი აცხადებს, რომ მას დრო დასჭირდება იმის გადასაწყვეტად, დარჩება თუ არა თანამდებობაზე.

ზოგიერთი ესპანელი ოპოზიციონერი პედრო სანჩესს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend