მთავარიკულტურაავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ნახატი 30 მილიონ ევროდ გაიყიდა

ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ნახატი 30 მილიონ ევროდ გაიყიდა

ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის ახალგაზრდა ქალის პორტრეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, აუქციონზე 30 მილიონ ევროდ გაიყიდა.

კლიმტმა „ფრაულაინ ლიზერის პორტრეტზე“ მუშაობა გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1917 წელს, დაიწყო.

ეს მხატვრის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია

ვენაში გამართულ აუქციონზე ნახატის საწყისი ფასი 28 მილიონი ევრო იყო. ის 30 მილიონ ევროდ  შეიძინა ჰონგკონგელმა კოლექციონერმა, რომლის ვინაობა არ გასაჯაროებულა. აუქციონის სახლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი მნიშვნელობისა და ღირებულების ნახატი ცენტრალური ევროპის ხელოვნების ბაზარზე უკვე ათწლეულებია, არ გამოტანილა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ნახატი გაიყიდა. მინდოდა, რომ ის უფრო მაღალ ფასად გაყიდულიყო. თუმცა მსოფლიოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, 30 მილიონი ევრო – თუ გავითვალისწინებთ, რომ გადასახადების შემდეგ თანხა 36 მილიონზე ავა – ნამდვილად დიდი წარმატებაა. ნახატი ჰონგკონგში კერძო კოლექციაში გადადის. ეს ცნობილი კერძო კოლექციაა. შესაძლოა, ნახატი გამოფენაზე კვლავ გამოჩნდეს”, – ამბობს აუქციონის სახლის მმართველი დირექტორი, მაიკლ კოვაჩეკი.

პორტრეტი აუქციონზე გასაყიდად ამჟამინდელმა მფლობელებმა, ავსტრიის მოქალაქეებმა და ლიზერების კანონიერმა მემკვიდრეებმა, გამოიტანეს.

აუქციონის სახლის ინფორმაციით, 1918 წელს კლიმტის გარდაცვალების შემდეგ, პორტრეტი სწორედ ლიზერების ოჯახს გადაეცა. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ებრაულ ოჯახს ავსტრიის დატოვება მოუწია.

უცნობია, ნაცისტური რეჟიმის დროს ვის საკუთრებაში იყო ნახატი. ბოლოს ნამუშევარი ავსტრიის მოქალაქეებს ჰქონდათ, რომელთა ვინაობა უცნობია.

პორტრეტის გაყიდვის მიზნით ამჟამინდელ მფლობელებსა და ლიზერის მემკვიდრეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ვაშინგტონის პრინციპების მიხედვით, რომლებიც ნაცისტების მიერ ჩამორთმეული ხელოვნების ნიმუშების დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად  1998 წელს შემუშავდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend