რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, სენატმა უკრაინისთვის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდ დოლარიანი დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
ახლა გადაწყვეტილება დასადასტურებლად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ხელს დღესვე მოაწერს.
Tonight, a bipartisan majority in the Senate joined the House to answer history’s call at this critical inflection point. Congress has passed my legislation to strengthen our national security and send a message to the world about the power of American leadership: we stand… pic.twitter.com/sO67EAAJ6A
— President Biden (@POTUS) April 24, 2024
„მტრებმა გადაწყვიტეს. ჩვენი მზადყოფნა შეემოწმებინათ, აინტერესებთ დემოკრატიის არსენალი მოწოდების სიმაღლეზეა თუ არა. დღეს სენატი მკაფიო „მესიჯს“ აგზავნის, ისტორია მოწმეა, რომ მოკავშირეები და მტრები იხილავენ ჩვენს მზაობას. მოსკოვში, თეირანსა და პეკინში ჰგონიათ, რომ ჩვენი დრო წავიდა, სახლშიც ისმის ხმები უკანდახევის თაობაზე, მაგრამ ამერიკა ფეხზე დადგა და სენატი მტკიცედ დგას”, – მიჩ მაკკონელი, სენატში რესპუბლიკელთა ლიდერი.
განცხადება გააკეთა დემოკრატების ლიდერმაც:
„როგორც იქნა, 6 თვიანი მოლოდინის, მძიმე სამუშაოს გაწევისა და ბევრი წინაღობის გადალახვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს მკაფიო მესიჯს უგზავნის. ჩვენ ზურგს არ შეგაქცევთ. ჩვენს მოკავშირეებს გვერდში დავუდგებით. მტერს კი ვეუბნებით, ფრთხილად იყავით. ამერიკის შეერთებული შტატები დემოკრატიისა და ჩვენი ცხოვრების წესის დაცვის მიზნით ყველა ღონეს იხმარს, სენატმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო”, – ჩაკ შუმერი, სენატში დემოკრატთა ლიდერი.
პაკეტი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, 26 მილიარდი დოლარი კი ისრაელის დახმარებასა და ღაზაში ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას მოხმარდება.
8 მილიარდი კი მოხმარდება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში მზარდი ჩინური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას