მთავარიაზიაღაზაევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ღაზაში არსებული ვითარება განიხილეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ღაზაში ნგრევის მასშტაბი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ქალაქებზე მიყენებულ ზიანს შეადარა.

ჯოზეფ ბორელმა ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, როდესაც ღაზაში ჰუმანიტარული მუშაკების, ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის შემთხვევებს განიხილავდნენ. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ  ევროკავშირის მხარდაჭერით მსოფლიო ბანკმა და გაერომ ჩაატარა მოკვლევა და ზარალი 90 მილიარდ დოლარად შეაფასა.

ამავდროულად, გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ორგანიზაციაზე თავდასხმების მიზანი ის იყო, რომ პალესტინელები ლტოლვილთა სტატუსის გარეშე დარჩენილიყვნენ.

ამის შესახებ ფილიპე ლაზარინიმ, გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს გენერალურმა კომისარმა, ისრაელის ბრალდებებთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენიდან ერთი დღის შემდეგ განაცხადა.

ისრაელის მტკიცებით, სააგენტოს ზოგიერთი თანამშრომელი 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილეობდა. ამ ბრალდებების გამო 15-მა ქვეყანამ სააგენტოს დაფინანსება შეუწყვიტა.

ფილიპე ლაზარინის იმედი აქვს, რომ გარკვეული ზომები დროულად იქნება მიღებული და დონორთა ჯგუფის მიმართ აღდგება საზოგადოების ნდობა და ისინი კვლავ იქნებიან  სააგენტოს პარტნიორები და დონორები.

გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის სამდღიანი ვიზიტის მეორე დღეს თურქეთში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.

პალესტინის მხარდამჭერი აქცია სტამბოლში. 23 აპრილი – Khalil Hamra/Copyright 2024 The AP

დემონსტრანტები ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელისადმი ბერლინის სამხედრო მხარდაჭერას.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ,  ეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. შესაბამისად, ვისაც სინდისი გააჩნია,  ყველა უნდა გამოვიდეს და გააპროტესტოს გერმანიის ისრაელისადმი მხარდაჭერა.

ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ადვოკატებმა კი მიმდინარე თვეს გერმანიის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მათი მიზანია, რომ გერმანიამ  ისრაელში შეიარაღების ექსპორტი შეწყვიტოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend