მთავარიმსოფლიოევროპაევროპარლამენტი იძულებითი შრომით შექმნილ პროდუქციას კრძალავს

ევროპარლამენტი იძულებითი შრომით შექმნილ პროდუქციას კრძალავს

ევროპარლამენტმა იძულებითი შრომით დამზადებული პროდუქტების ევროპულ ბაზარზე შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ახალი წესები დაამტკიცა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებს ექნებათ უფლება, გამოავლინონ კომპანიები, რომლებიც დასაქმებულთა იძულებით შრომით ექსპლუატაციას ეწევიან და აკრძალონ მათი პროდუქცია.

ახალი აკრძალვა იმოქმედებს ევროკავშირის გარეთ, იძულებითი შრომით დამზადებულ საქონელზე, ასევე იმ პროდუქციაზე, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში, უცხოეთიდან მიღებული მსგავსი პროდუქციითაა წარმოებული. იძულებითი შრომით დამზადებული საქონლის აკრძალვამ შესაძლოა ჩინეთთან არსებული სავაჭრო დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავოს.

ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით, მხოლოდ ჩინეთის შეზღუდვა ორგანიზაციის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან ამან შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ანტიდისკრიმინაციული წესების დარღვევა გამოიწვიოს.

კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა წევრი სახელმწიფოების თანხმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend