მეინის უნივერსიტეტმა, რომელიც აცხადებს, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი 3D პრინტერი შექმნა, ამჯერად, კიდევ ერთი ინოვაცია შემოგვთავაზა. ახალი სამგანზომილებიანი პრინტერით ეკოსახლების მშენებლობას შეძლებენ, რაც მსოფლიოში მშენებლობის ტექნიკას სრულებით შეცვლის და რადიკალურად გააიაფებს.
გამართულ პრეზენტაციაზე წარმოადგინეს ბიომასალებზე მომუშავე უზარმაზარი საბეჭდი მანქანა, რომელიც სამშენებლო მიმართულებით გამოიყენება.
თერმოპლასტიკურ პოლიმერზე მომუშავე პრინტერს “მომავლის ქარხანა 1.0” ეწოდა. როგორც ირკვევა, მას შეუძლია დაბეჭდოს 96 ფუტი სიგრძის, 32 ფუტი სიგანისა და 18 ფუტი სიმაღლის შენობა.
„ამ პრინტერის შესაძლებლობები გასაოცარია. ჩვენი უნივერსიტეტის გამომგონებელთა გუნდმა საოცარი რამ შექმნა. ასეთი ხარისხის, სიდიდისა და მნიშვნელობის პრინტერი პირველია მსოფლიოში. ეს არ არის მხოლოდ 3D პრინტერი. მართლაც, წარმოების სისტემაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავნერგოთ 3D ბეჭდვა და დამუშავება. ეს რობოტი მანქანა მზადაა ნებისმიერი არქიტექტურული სირთულის სახლის დაბეჭდვისთვის.
ამ შტატს 2030 წლისთვის სჭირდება 80 000-ზე მეტი დაბალბიუჯეტური სახლი, მცირე შემოსავლის მქონე მოსახლეობისთვის. ფულიც რომ გქონდეთ, ჩვენ არ გვყავს საკმარისი ხალხი, ტრადიციული სახლების ასაშენებლად. ასე რომ, ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნება სახლების დასაბეჭდად”, – აცხადებს მეინის უნივერსიტეტის მოწინავე ტექნოლოგიების დირექტორი ჰაბიბ დაშერი.