მთავარიაზიაღაზახან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, საერთო სამარხში 283 ცხედარი აღმოაჩინეს

ხან-იუნისში, ნასერის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, საერთო სამარხში 283 ცხედარი აღმოაჩინეს

პალესტინის სამოქალაქო დაცვის ჯგუფში აცხადებენ, რომ მათგან ზოგიერთი მაშინ დაიღუპა, როცა საავადმყოფოს ალყა შემოარტყეს, ზოგი კი გასულ თვეს ჩატარებულ რეიდს ემსხვერპლა.

ისრაელის არმიის გასვლის შემდეგ მოქალაქეები თავიანთი საყვარელი ადამიანების ცხედრების ამოსაცნობად ქალაქში დაბრუნდნენ.

ამავდროულად, ლუქსემბურგში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების თაობაზე ისაუბრა.

ბორელის თქმით, არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის ან ჰუმანიტარული ვითარების გამოსწორების რეალური პერსპექტივა.

ამ ეტაპზე სამი რამ არის აუცილებელი.

ესენია – მძევლების გათავისუფლება, ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარული ვითარების მოგვარება. სამწუხაროდ, არცერთ პუნქტთან დაკავშირებით არ არსებობს პროგრესი.

რაფაჰის დევნილთა ბანაკი, ისრაელის ავიაიერიშის შემდეგ – Ismael Abu Dayyah/Copyright 2024 The AP

გასულ კვირას „ჰამასმა“ არ გაიზიარა ისრაელის შეთავაზება, რომელიც   ცეცხლის შეწყვეტას ეხებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც ღაზიდან ისრაელის არმიის გასვლასა და ლტოლვილების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს.

ისრაელისთვის კი პრიორიტეტი იმ მძევლების დაბრუნებაა, რომლებიც ჯერ კიდევ ღაზაში არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend