პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ხელოვნურ ინტელექტს კი შეუძლია შექმნას არაერთი ფოტო თუ ვიდეომასალა, რომლებიც შეცდომაში შეიყვანს ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ.
ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გავრცელებული დეზინფორმაციის არაერთი მაგალითი არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ფოტო, სადაც თითქოს მას სასამართლო პროცესის შემდეგ პოლიცია აკავებდა.
მიუხედავად იმისა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების არაერთი მეთოდი არსებობს, ყველაზე მეტად საყურადღებო ხელოვნური ინტელექტია.