გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში მიმდინარე კვლევამ აჩვენა, რომ ისრაელს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც სააგენტოს თანამშრომლების ტერორისტულ ჯგუფებთან კავშირს დაადასტურებდა.
სპეციალურ პანელზე განაცხადეს, რომ ისრაელს 2011 წლიდან არ გამოუხატავს არანაირი პრეტენზია სააგენტოს არცერთ თანამშრომელთან დაკავშირებით.
I welcome the findings & recommendations of the independent review led by @MinColonna of the @UNRWA adherence to the humanitarian principle of neutrality.
Safeguarding the Agency’s neutrality is central to our ability to continue delivering lifesaving aid in #Gaza + education &…
— Philippe Lazzarini (@UNLazzarini) April 22, 2024
გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოს დამოუკიდებელ მიმომხილველთა ჯგუფის ხელმძღვანელი კატრინ კოლონა ამბობს, რომ მასპინძელ ქვეყნებსა და ისრაელს ელექტრონულად, რეგულარულად უგზავნიან თანამშრომელთა სიებსა და ინფორმაციას, რომელიც მოიცავს გარკვეულ დეტალებს დასაქმებულების შესახებ.
მისი თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ეს კარგად მუშაობს, ისრაელთან კი ნაკლებად. იგი აღნიშნავს, რომ გასული წლების განმავლობაში უკეთესი ვითარება იყო, თუმცა ბოლო დროს ვითარება გლობალური პრობლემების გამო გამწვავდა.
48-გვერდიან დასკვნაში წერია, რომ პალესტინელთა დახმარების სააგენტოს მკაცრი პროცედურები აქვს, რათა დაცული იყოს გაეროს ნეიტრალიტეტის პრინციპი და რომ სააგენტო რეგულარულად უზიარებს მასპინძელ ქვეყნებს თანამშრომლებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის იმ 13 000 პირზე, რომლებიც ღაზაში მუშაობენ.